სუბმუკოზური მიომა
მიომებს, რომლებიც საშვილოსნოს შიდა შრეშია, „სუბმუკოზური მიომები“ ეწოდება (0, 1, 2 ნომრის მიომები).


რა არის სუბმუკოზური მიომა?
მიომებს, რომლებიც საშვილოსნოს შიდა შრეშია, „სუბმუკოზური მიომები“ ეწოდება (0, 1, 2 ნომრის მიომები). ეს მიომები საშვილოსნოს შიდა შრის სტრუქტურის დარღვევას იწვევს და, ჩვეულებრივ, მენსტრუაციის დროს უხვ და ხანგრძლივ სისხლდენას განაპირობებს. ამასთანავე, მიომები, რომლებიც დაორსულებას უშლის ხელს, ძირითადად სუბმუკოზური მიომებია. ამ მიომების მკურნალობა წარმატებით ტარდება ჰისტეროსკოპიულად.